რეზონანსი
24.02.2020

„2020NEWS"-მა თურქეთში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მაჩალიკაშვილმა სააგენტოს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად თურქეთში იმყოფება, რათა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტე გამსახურდია მოინახულოს, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

„ოდესის ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი მიწვეული, შემდეგ კიევში მიმიწვიეს. მქონდა დაგეგმილი, რომ სააკაშვილს უნდა შევხვედროდი. სააკაშვილთან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრე. ის მსოფლიოს რეფორმატორი ადამიანების რიგებში შედის. სააკაშვილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია. მას უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც ვესაუბრე. ყველაფერს დეტალეურად ვერ მოვყვები.

კანონი არ მზღუდავს, ვისაც მინდა შევხვდები და დაველაპარალები. შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებთანაც დალაპარაკება საჭირო იყო. ჩემს შორეულ ჩეჩენ მეგობრებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის მეგობრები არიან, ჰქონდათ სურვილი, რომ ზელენსკის შევხვედროდი, თუმცა ვერ შევხვდი. ვფიქრობ, რომ ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები." - ამბობს მაჩალიკაშვილი.

წყარო: „2020NEWS“

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.02.2020)
აშემ--ვერ ჩავიგდებ ენას, ბატონო ენამოსწრებულო, "ცუდი ამბავი მოხდება საყველიეში..." სანამ მომხდარა--ზარი შ ე მ ო ვ კ რ ა თ, ხალხს ვუხმოთ, ვახა ტერორისტულ აქტს ამზადებსო --არ შ ე მ ო უ შ ვ ა თ ო--კარანტინია კორონავირუსის გვეშინია-თქო! საქმე რომ წახდება, მერე დარდი არაფერს შველის! ბატონო ჭორლეონე, მართალი ხართ რობაქიძის მამა პარლამენტის წევრი არ არის, მაგრამ არც ტერორისტობაშია ეჭვმიტანილი--შაჰიდის ქამრით ხალხმრავალ ადგილას ავიფეთქებ თავსო არ უთქვამს. ესაა განსხვავება, ჩემი აზრით! ზემოთ შემეშალა ვალერი გ ე ლ ბ ა ხ ი ა ნ ი უნდა იყოს გელაშვილის ნაცვლად.

მედეა   (25.02.2020)
ტერორისტია დ ა ფ ა ს ე ბ უ ლ ი სააკაშვილის კარზე!. ბიძინას უწყობენ შეთქმულებას, ვახა- ტერორისტული აქტზე წამსვლელი რომ არის--არაერთხელ გააჟღერა. ფინანსები დააყარეს, ბიძინას მტრები ხელებს იფშტვეტენ ---როდის იყო ღირსეულ მამულიშვილს საქართველოში ა ხ ა რ ე ბ დ ნ ე ნ?! ყოველ ილიას მისი ბერბიჭაშვილი, ზვიადს-კიტოვანი, ბადრის სააკაშვილი ---ჩრდილივით თან დ ა ს დ ე ვ ს, ვახა-ები, გუბაზები და იურისტი გამპრავებელი ვალერი გელაშვილები ---მზად არიან! მწკრივშიც ბევრი ჩამდგარა, ასეთია ჩვენი ი ს ტ ო რ ი ა !

hm   (25.02.2020)
ენა რომ ჩაიგდო მედეა? ხალხი აფინანსებს მას!

ჭორლეონე   (24.02.2020)
ნუ გაცხარდები მედეა, შენ არ იყავი რომ მწერდი, ჩემი თანადგომა შვილგარდაცვლილ ადამიანებსო? მაშინ ის მითხარი რობაქიძის მამას რა უნდა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე.

მედეა   (24.02.2020)
რა თანხებით მოგზაურობ, ვინ გაფინანსებს და რატომ? ერთი შენც მყავხარ "ვაჟნი" ფიგურა,აი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×