რეზონანსი
23.02.2020

საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს:

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე.

http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×