რეზონანსი
23.02.2020

პედაგოგს, რომელმაც ბავშვები სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, ქობულეთში მემორიალს დაუდგამენ.

ქობულეთის მერია ტენდერს აცხადებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს, მაშინ, როცა პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ყავდა, ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო, ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (23.02.2020)
მარინა ღმერთთანაა

რეზო   (23.02.2020)
ღმერთმა გაანათლოს!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×