რეზონანსი
23.02.2020

 არქეოლოგებმა ბელიგაში, ერთ-ერთი ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს კედელი, რომელიც ადამიანის ძვლებისგან იყო გაკეთებული, მათ შორის თავის ქალებისგან. ეკლესია ბელგიის ქალაქ გენტში მდებარეობს.

არქეოლოგიური გათხრების დასასრულს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სულ ცხრა კედელი იყო აშენებული ზრდასრული ადამიანების თეძოების და წვივის ძვლებისგან. შუალედური ზონები კი ამოვსებული იყო თავის ქალებით.

ძვლების კედლები აღმოჩენილია წმინდა ბავოს კათედრალის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ცნობილი იყო წმინდა ჯონ ბაპტისტის ეკლესიის სახელით. ძვლები დაახლოებით XV საუკუნეს ეკუთვნის, თუმცა კედლები XVII საუკუნის ბოლოს ან XVIII საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ისტორიული დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პერიოდში ორჯერ გაიწმინდა ეკლესიის ეზოში არსებული სასაფლაო, ხოლო 1784 წელს იქ ადმიანთა დამარხვა შეწყდა.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×