რეზონანსი
22.02.2020

 (რეზონანსი) ბოქსირებულ განყოფილებაში ირანის 4 მოქალაქეა, წინასწარი შედეგები ერთ საათში იქნება ცნობილი - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს ჩამოფრინდნენ ირანიდან ერთი ახალგაზრდა ქალი და სამი კაცი. აღენიშნათ მაღალი ტემპერატურა. მოვათავსეთ რამდენიმე წუთის წინ ბოქსირებულ განყოფილებაში. ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ. ჩაუტარდებათ კვლევები. წინასწარი შედეგები ერთ საათში იქნება ცნობილი. კორონავირუსზე პასუხი ხვალ საღამოს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნანა   (23.02.2020)
კი მაგრამ თვითმფრინავში როგორ გაბედეს ასვლა სიცხიანებმა.რატომ არ გააჩერეთ ფრენები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×