რეზონანსი
22.02.2020

(რეზონანსი) ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, საჰაერო თავდაცვის ძალები ჩამოაგდებენ. ამის შესახებ სააგენტო SANA გენერალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, დამასკო საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერ შემთხვევას ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიად განიხილავს, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.

წყაროს თქმით, ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, სირიის სამიზნე გახდება და განადგურდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ალექს   (24.02.2020)
ასადი პუტინის მითითებით მოქმედებს, მარა ავიწყდება მთავარი, მსოფლიოს უპირისპიდება!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×