რეზონანსი
22.02.2020

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი სიდედრის მოკვლა სცადა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის ქალი ცივი იარაღით არის დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარს წინ სიძესა და სიდედრს შორის სიტყვიერი კონფლიქტი უძღოდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: „პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×