რეზონანსი
22.02.2020

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგია ბონუს ქულით, 78:6 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე" გაიმართა.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების აშკარა უპირატესობით წარიმართა და 33:6 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თითო ლელო აკაკი ტაბუცაძის, ვანო კარკაძის, სოსო მათიაშვილისა და ზურაბ ძნელაძის ანგარიშზეა, სამი გარდასახვა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა, ტაიმის მიწურულს კი ბორჯღალოსნებმა საჯარიმო ლელო დადეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. თითო ლელო გიორგი ბეგაძემ, ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა დადეს, ზურაბ ძნელაძემ - დუბლი, აკაკი ტაბუცაძემ პოკერი გააფორმა, თედო აბჟანდაძემ კი ბურთი კიდევ ხუთჯერ გარდასახა.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×