რეზონანსი
22.02.2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიქედში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სახლი ხის იყო. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

როგორც ჩოხატაურის მერიაში ამბობენ, დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტი პირველ რიგში აუცილებელი ნივთებით დაეხმარება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს თავდაპირველად აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთებით დაეხმარება. ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის მოძიებაზე ვიზრუნებთ", - განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×