რეზონანსი
21.02.2020

შეუქმნის თუ არა საფრთხეს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციურ ერთობას - ყოფილი პრემიერის მეგობრები და გუნდის წევრები რისკებს ვერ ხედავენ. ამბობენ, რომ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება, რადგან გაერთიანების მიზანი ყველასთვის ერთია.

საერთო მიზანმა ძველი წყენები ვერ გადაფარა მაგიდასთან მჯდომი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის. მათი ნაწილი ვანო მერაბიშვილთან საერთოს ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ფორმატში მისი ჩართულობა უთანხმოების მიზეზიც გახდება.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს მიაჩნია, რომ ვანო მერაბიშვილი არათუ საკონსულტაციო მაგიდასთან, ქართულ პოლიტიკაშიც არ უნდა ჩაერთოს.

ქართულ პოლიტიკაში სასჯელმოხდილი ყოფილი მაღალჩინოსნის ადგილს ვერ ხედავენ უმრავლესობის წევრები. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრობა იმუნიტეტი არ არის, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია ოპონენტების განცხადებები მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.

ქართულ პოლიტიკაში სასჯელმოხდილი ყოფილი მაღალჩინოსნის ადგილს ვერ ხედავენ უმრავლესობის წევრები. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა იმუნიტეტი არ არის. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია ოპონენტების განცხადებები მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.

ვიდრე საკუთარ გადაწყვეტილებას გაასაჯაროებდეს და დაანონსებულ აქტიურობას დაიწყებდეს, ვანო მერაბიშვილი უახლოეს რამდენიმე დღეს პოლიტიკურ ტაიმაუტს იღებს, რომელსაც ოჯახთან ერთად ატარებს.

წყარო: რუსთავი2

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×