რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, შვილი მოკლულ მამას, რომლის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში თავად გადამალა, მეზობლებსა და ახლობლებთან ერთად „ეძებდა".

„შვილს ტელეფონი დაულომბარდებია. მამა იმ დღეს სახლში ნასვამი მისულა და ბავშვისთვის უთქვამს, ახლა ნასვამი ვარ და ხვალ დაგელაპარაკებიო. ამის მერე დაუძინია. შვილმა მძინარე მამას ესროლა სანადირო თოფი, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისის „მოძებნა" ოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო", - განუცხადა სააგენტოს სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

საჩხერეში 17 წლის ბიჭმა მამა მოკლა და მისი ცხედარი სარდაფში გადამალა. არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე დააკავა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Łlllgggg   (21.02.2020)
Pajizni srok ili daxvreta. Iskaci ki ufalma gaanatlos

ჭორლეონე   (21.02.2020)
შენი დედა მოვტყან, რა გაიზარდე ეგეთი ცხოველი. ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო დაგაძინებდი სამუდამოთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×