რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მამაკაცს ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×