რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნა მის პროფესიონალიზმს და ამ ქვეყანაში მიღებულ განათლებას დაუკავშირა.

როგორც პრემიერი ამბობს, ლევან იზორია იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი.

„ნათესავების ქმედებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს, ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორია არის გერმანიაში ნასწავლი, განათლებული. როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხიც აქვს დაცული და არის მაღალი კლასის პროფესიონალი, რომელმაც ამასთანავე იყო ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ეს ისეთი ელჩია, რომელიც გერმანიაში გვჭირდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბიძინე   (21.02.2020)
ზუსტად ეგეთი გჭირდება?! იზორიას ძმა გერმანელ პოლიცაებს ფორმებს რომ გახდის!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×