რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებუთ გამოძიება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

„კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.02.2020)
რა მაგარი ყლე ხარ შე საცოდაო. გაკვრით მაინც ახსენე რუსეთი. ამება.

ს.ო.   (21.02.2020)
შეტევები ოქტომბერში მოხდა სამი თვე ვადგენდით ვის მიერ იყო? და თუ სტრატეგიული მოკავშირეთა ერთობლივი წყვეტაა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა და ეს ასეც არის სწრაფი ერთობლივად მოქმედებაა...დროულად....იგავარაკი: ელინელ ფილოსოფოსს სოკრატეს ,ახალგაზრდა წყვილმა ,ჩვილი მიუყვანეს გამოგვიზარდე ბრძენოო განგვინათლეო.სოკრატემ: რა ხნისააო? სამი კვირისო,უპასუხა ცოლ-ქმარმა.აბა დაგიგვიანიათო ასაღრზდელადო...უპასუხა ბრძენმა ეგრე არ მოგვივიდეს, როგორც აქამდე უმრავლეს შემთხვევებში უდროობაში გაჭიანურებით მოგვსვლია გდროში გადაკეთებლის ვერ დაძლევით უტვინობიდა გამო ჩვენისა...

Semper Occultus   (21.02.2020)
მძაფრი სამართებლივო პასუხი ქვეყნის უმაღლეს დონეზე საერთაშორისო სტრუქტურებში სასიკეთოდ გაძლიერდებ ჩვენი პოზიციები ერთ ერთ უმთავრესი ამოცანის - მიწა წყლის სწრაფაფ დაბრუნების პრობლემის წყვეტისთვის


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×