რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან, მის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიბერშეტევაში რუსული კვალი იყო და ამაზე სახელმწიფომ ღიად განაცხადა.

„დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავებთ ჩვენ კოლეგებთან და პარტნიორებთან. ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. დეტალებში ვერ შევალთ. ჩვენ ვთქვით ღიად, რომ რუსული კვალი იყო ყველაფერთან დაკავშირებით და არ დაგვიმალავს. გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ. 21-ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი, არამხოლოდ საქართველოში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც ტექნოოლოგიები ვითარდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ, მეტი კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა ან თუ მოხდება, სივრცეში ჩაკეტვა მოხდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება," - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გოგი   (21.02.2020)
აი ეს ღლე რო გეყოლება შინაგან საქმეა მინისტრად იმიტომ არის კარგად ამ ქვეყნის საქმე

ს.ო.   (21.02.2020)
ამას რა ფიქრი უნდა! უნდა დაიწყოს საერთაშორისო საჩივრები და უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ეს სტრუქტურაა, ხერხი სჯობია ღონესა...გამოყენებით ათიოდე ქვეყანამ უკვე მხარი დაგვიჭირა მეზობელის უხამსობისა გამო სუვერენულ ქართველთა ქვეყნის საქმეებში უპრაკუნოდ ცხვირ ჩაყოფისათვის- პრეზიდენტის დონეზე სამოქმედარი ჯოკერი გვაქვს ხელად და საერთოდ პრეზიდენტო ჩვენო! საფრანგეთი რას გაჩუმებულა? ჩვენმა სტრატეგულმა მოკავშირეებმა დაგვიჭირეს მხარი კიბერ შეტევებთან დაკავშირებოთ მაკრონი სდუმს.ჩვენ კი როგორც შეგვიძლია მხარში უდგავართ აგერ მათ ინტერესებში ცენტრალურ აფრიკულ ქვეყანაში მივდივართ სრულფასოვანი დელეგაციით? მაგრამ მონეტას რევერსიც ხომ გააჩნია და აქეთ რატომ არ გვეხმარებიან სათანადოდ ,მხოლოდ სიტყვებით , მეხუთე რესპუბლიკიდან სიტყვით დახმარება კი ვერ არის მყარი გარანტია დახმარებისა მაკრონი დღეს ასეო იტყვის ხვალ სხვაგვარად. სიტყვას რომ არ დაეჯერება...აგერ ორდასაც უქონავს და მგონი არა მარტო სიტყვებით ზოგჯერ მხარსავ უჭერს სსქმითაც როგორც სარკოზი იქცეოდა ჩვენვისაც ირჯებოდა და ორდასაც ვერ უბედავდა საწინააღმდეგოს მათი აგრესიულად მედებებისას ოკუპაციის შედეგების დამკვიდრებისას ჩვენს მიწა წყალზე.. .და ნუთუ ქართველთა პრეზიდენტს იმდენი ავტორიტეტი არ გააჩნია მეხუთე რესპუბლიკის დიპლომატიაში რომ ორ ქვეყანას შორის რაღაც უსაცრთხოების ქარტიის მაგვარი (შტატებთან რომ გვაქს)არ დააჩქარებინოს., შენგენის ზონი და ოტანის მიღმა, მიუხედავა იმისა რომ ჩვენი საბოლოო გეზი ეს სტრუქტურებიახელმოწერებით....და რაღა თქმა უნდა ქმედებებას წინწასწრებული განცხადებები, მითუმეტეს სახელმწიფოს ქმედებებს წინწასწრებული ,კონფედენციალური საჯარო განცხადებები არაპროფესიონალიზმია თუ მეტი არა და სარგებელს არც ერთ ქართველს .ვერ მოუტანს ეუთოს ელჩის გამონათქვამს ვგულისხმობ,ყოფილი ელჩის....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×