რეზონანსი
21.02.2020

The Washington Post წერს, რომ აშშ ხუთშაბათს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის ორგანიზებაში რუსეთს ადანაშაულებს.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პენტაგონმა განაცხადეს. მათი განცხადებით, ეს შეტევები განახორციელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველომ, იგივე „გრუ“-მ. განცხადება დიდმა ბრიტანეთმაც გააკეთა და რუსეთი დაადანაშაულა, რასაც რუსეთის მხრიდან პროტესტის გამოხატვა მოჰყვა.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი წარმოაჩინოს პასუხისმგებელ მხარედ და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების სქემის გაგრძელებას. ამ ოპერაციების მიზანია, დათესოს განხეთქილება, გააღვივოს დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის ქვეშ დააყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - განაცხადა მაიკ პომპეომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ამერიკის ხმას პენტაგონის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა უთხრა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×