რეზონანსი
21.02.2020

თათია მოლაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა პირველად ნახა ნაწამები მეუღლის ფოტოები, რომელიც მას ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადასცა:

"მაიამ ჩაატარა ექსპერტიზა… მაიას რიყესთან შევხვდი, მე მაშინ არც ვიცოდი მაია ვინ იყო. დამირეკა, თქვენთან საქმე მაქვს და ისეთ ადგილას შემხვდი, რომ არავინ დაგვინახოსო. შევხვდით, სულხანი ამ დროს უკვე მეშვიდე საპყრობილეში იყო, იმ პირობებში, რაც წამების ტოლფასი კი არა, წამებაზე უარესი იყო. მაიამ მითხრა, სულხანმა გადმოგცა, კარგად ვარ, არ ინერვიულოსო და უცებ მაძლევს იმ საშინელ ფოტოებს. მე ვუთხარი, ქალბატონო მაია ამას ჰქვია კარგად ყოფნათქო?! ვნახე უკვე, რა დღეშიც იყო სულხანი. მაიას გადაღებული ფოტოები გავრცელდა შემდეგ…

ჩვენ არ გვქონდა სულხანთან შესვლის უფლება თითქმის 2 წელი, სულხანი ეხვეწებოდა, ბავშვები მაჩვენეთ ვაკოცებ ერთხელო… ელენე 1 წლის და 8 თვის იყო, ეხვეწებოდათ, რომ ელენე ეჩვენებინათ, ელენე არ შეიძლება, რადგან ინფორმაციას გაიტანსო…ელენეს ლაპარაკიც კი არ შეეძლო… ეგენი ადამიანები არ იყვნენ…" - განუცხადა "აიპრესს" თათია მოლაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
გურული GOOGLE!   (21.02.2020)
დღეს რომ სულხანის ოჯახი ასე "ღირსება" დამცირებულად თვლის თავს, რადგანაც მისი პოტენციური მკვლელების 90 პროცენტი გარეთ დაგულაობს ოცნების სინდისზეა!!!

მედეა   (21.02.2020)
აღშფოთება განმიახლდა! ნიურბერგის პროცესის შემდეგ, გესტაპოელები სირცხვილით თავს ვერ ყოფდნენ გერმანიაში! ესენი რა დღეში არიან, ხ ე დ ა ვ თ ? ეს იმიტომ დაგვემართა, რომ გ ა ს ა მ ა რ თ ლ ე ბ ა არ მოვუწყვეთ მათ! მთელმა მსოფლიომ დაინახა ის ფოტოები, კასრებში უტყუარი(მათივე გადაღებული) მასალა ი დ ო--გავანადგურეთ,რ ა ტ ო მ ? ვის ინტერესში შედიოდა მათი გადარჩენა?---უ ს უ ფ ა შ ვ ი ლ ი ს?, ივანიშვილის?! ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა ეს მასალა. ახლა დგას და ვანოს "გვაცნობს"! გამარჯვების შემდეგ--ძელზე სვამდნენ დამნაშავეებს ჩვენი მეფენი, ლ ო ი ა ლ ო ბ ა სხვის ხარჯზე დანაშაულის ტოლფასია! დათო უსუფაშვილი არც ახლა არის უხერხულობაში?---მთელი საქართველო დგას-- 1992, 2003 და 2008 წლის განმეორების საშიშროების წინაშე! "დავამხობ ერთ წელიწადშიო"--რუსეთის ზურგით ამბობს ალბათ, თორემ არცისე ბრიყვია--არ იცოდეს--ეს წინადადება რასაც ნიშნავს! კიტოვანი ცოცხალია, რუსეთიც ადგილზეა! როგორც ჩანს, ვანო ყველაფერზე წამსვლელია! ფ რ თ ხ ი ლ ა დ, ქართველებო!

***   (21.02.2020)
და ეს გარეწრები ეძახიან სხვას დიქტატორს და რეჟიმს, მაშინ სააკაშვილი და მისი ბანდა ვინ იყო, თუნდაც მარტო ეს –მოლაშვილის წამება და სიკვდილი კმარა ამ უნამუსოების მოუსავლეთში გასაგზავნად, მაგრამ ვინ არის პატრონი, დაგვაწყვიტა ნერვები ამ მთავრობის ლოიალობამ, ნაცბანდა ზუსტად ისეთივე მეთოდით ბრძოლას იმსახურებს, თვითონ რომ აწარმოებდნენ ქართველი ხალხის მიმართ, არ არიან დასაზოგები ესენი, დრომ აჩვენა რომ არაფერს ესენი არ ნანობენ, პირიქით ამაყობენ კიდეც, რაც ჩაიდინეს.

ლალი   (21.02.2020)
უფალი ყოველთვის. იქნება. ელენიკოსთან ! თათიასთან! სულხანის ოჯახთან!

გოგა   (21.02.2020)
ვინც მოლაშვილი ასეთ დღეში ჩააგდო,ყველას დედებს შევეცი დორბლიანი მიხოს თამადობით!!

დუდა   (21.02.2020)
ყველა მიეწია უკან,ვისაც წვლილი მიუძღვის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×