რეზონანსი
20.02.2020

ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რა დროსაც 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც სასწრაფო სანედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც შემთხვევის თვითმხილველი ,,რეგიონულ კვირასთან" ყვება, გარდაცვლილი და დაშავებული ადგილობრივები არიან.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დაშავებულს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

ფაქტზე გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×