რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იქნება.

როგორც ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ განუცხადა, ვანო მერაბიშვილი სად იქნება და როგორ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი შვიდწლიანი პატიმრობიდან თავაწეული და გაუტეხელი გამოვიდა.

„მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების თაობაზე ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა. თუ ვინმეს ეგონა, რომ უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ძალიან ცდება. თუ სად ხედავს თავის თავს, მალე იტყვის. ვანო მერაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი იყო, რომ მონაწილეობას აპირებს ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამონათქვამი.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, მეტი კახა კალაძე „ქართულ ოცნებას". რაც უფრო მეტი კალაძე ეყოლებათ, მით უფრო წარუმატებლები იქნებიან. მეტი კახა, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი და მეტი ნუკრი. რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უკეთესია ჩვენთვის. ვინც კი წერა-კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.02.2020)
პროფესორო გოცირიძევ, საზოგადოების გახლეჩა რომ კარგი არ არის , გეცოდინებათ. კაცი რომ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს--ესეც, რას ემსახურება თქვენეული ნ ა რ ა ტ ი ვ ი დაფიქრებულხართ? გაღიზიანება გვაკლია? სიძულვილის დონოს აწევა გსურთ? "თოვლის ბებოს ზღაპარი" რას ამბობს ხომ იცით! ნუ იღებთ თავზე უარყოფითი პერსონის სიმძიმეს, საზოგადოება მკაცრი მსაჯულია!

მეთანი   (20.02.2020)
ნაკლები ვანო, მიშა, გრიშა, ხელენი, თინა, შალვა, კუპონა და ა.შ. რომ საქართველოში "ჰაერი" გასუფთავდეს.

%7%   (20.02.2020)
მეტი რომ არიან იმიტომაც გეტყნებათ სატყნავები რომანია სირო!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×