რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ვანო მერაბიშვილს ვაცადოთ, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მისი პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაამხობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას ქვეყნის დამხობასთან დაკავშირებით.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, მას რეალობის დეფორმორებული განცდა აქვს.

„არ მგონია, რომ მერაბიშვილის განცხადება რაიმე სერიოზული კომენტარია ჩემგან საჭირო, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ვანო მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრობა" სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს.

მერაბიშვილს მოუწევს გაიაზროს, რომ რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. ის რეალურად არის პრობლემა, რადგან როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე", შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე" ვინმეს უნდოდეს თავისთან, თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა. მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცადოთ, ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მისი პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (21.02.2020)
ვაი, ვაი, ქართულო ა ნ ბ ა ნ ო , ალბათ წითლდები ლინდასა და ჭორლეონეს ხ ე ლ შ ი ! ვაი, ამის წამკითხველ, მომსწრე, გულმოკლულ მწიგნობარს! რა დონის სიძულვილია, რა გაღიზიანება, რა ქვათა ცვენაა,რა გვეშველება! რ უ ს ე თ ს ძალიან აწყობს დაპირისპირების დონის აწევა: სირიაში, ლიბიაში, ბელორუსიაშიც, უკრაინაში და საქართველოში ხომ მითუმეტეს! იცის ბიჭმა წყალის ამღვრევა --ამღვრეულ წყალში კი- ჯარების შეშლიგინება და მ შ ვ ი დ ო ბ ი ს მ ყ ო ფ ე ლ ი ს როლის მორგება! მიდით ქართველო-- ზოგადად-- ლინდავ -ჭორლეონევ ლანძღეთ და აგინეთ თანამემამულეები "დაგამხობთ, თქვენი დედაო" იძახეთ--რუსეთი აგერ არ არის?! კ ი ტ ო ვ ა ნ მ ა გამოცდილებით იცის ეგ!

ჭორლეონე   (20.02.2020)
მოგიტყან 0.0001 ზომა ძუძუ და ჩაგაჯვი პირში

ლინდა   (20.02.2020)
მართლა ტრუპი ხარ შე გარყვნილ-გათახსირებულო მათხოვარო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×