რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) უკრაინაში, სუმის ოლქში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.

"უკრაინაში საქართველოს საკონსულო კომუნიკაციაშია ოჯახთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა", - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში PIA.GE -სთან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×