რეზონანსი
19.02.2020

ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხზე ისაუბრა:

„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენ ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიპოგებენ გამარჯვებას. ასევე, წელს ჩვენც ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსკოვში, სადაც მივიღებთ მონაწილეობას. შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ"

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
henri   (20.02.2020)
ლაშა, ვაჟკაცო კაცო! ნუ მიაქცევ ამ პუტინის ძაღლი ნაცების წკავწკავ. ისინი კრემლიდან მიღებულ დავალებას ასრულებენ და იმიტომ "გირტყამენ" რომ ფსიქილოგიურად გაგტეხონ რომ როგორმე არ გაიმარჯვო და ემანდ კრემლს არ გადაამტვრიო თავზე რეკორდი. აი, ეს უნდათ. ამიტომ გიშფოთებენ სულა ეს ნაძირალები. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მტერი კრემლის თავზე დაარჭობ ახალ მსოფლიო რეკორდს და ქართულ დროშას! თან პირჯვარსაც გადაიწერ ქრისტიანულად! აი, ამასაც ვერ გპატიობენ ეს მიშა სააკიანის ანასხლეტები

რრრ   (20.02.2020)
ლაშა წინასწარ ,,აპრავებ,, რუსეთსი წასვლას?! ჩემი აზრით თუ საერთოდ არ წახვალ მოსკოვში და არ მიიღებ მონაწილეობას უფრო მაგარი პატრიოტი იქნები!!! აი ბატონო სიმართლე!!! თუ წაბრძანდები გინდა ქართული ჰიმნი ააჟღერე და გინდა ,,ორმოზდარვა,, იძახე ერთი ოხერია მოაზროვნე და მართლა პატრიოტი ხალხის თვალში!!!!

გიოს   (19.02.2020)
ლაშა რომ მაგარია ეგ შენს მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმით არ იზომება. თუ ნაც-დაშნაკი და პუტინის მონა ხარ მაშინ პარლამენტში იარე და აცუე რამდენიც გინდა პროტესტის ნიშნად. მიუხედავათ შენნაირი პუტინის ბოტების მიერ ლაშა ტალახაძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა ის მაინც გაიმარჯვებს მოსკოვში, ქართულ ჰიმნსაც ააჟღერებს. ვერ შეუსრულებთ პუტინს ბრძანებას. ლაშას ვერაფერს დააკლებს თქვენი შხამი!

გიო   (19.02.2020)
ლაშა ქართულ ოცნებას არ დაუჭირო მხარი თუ მაგარი ხარ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×