რეზონანსი
19.02.2020

„სითი პარკის" ჯარიმების ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეს არის თემა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს.

„არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაში მოსყიდვა. ეს არის თემა, რომელიც უკვე 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2018 წლის 10 აპრილს ჩვენ "სითი პარკს" ცალმხრივად გავუწყვიტეთ ხელშეკრულება ზუსტად იმ პრობლემების გამო, რომ ისინი არასწორად წერდნენ ჯარიმებს და ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იყო. ჩვენ მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ ეს უკვე განხორცილდეს ამ გამოწერილ ჯარიმებზე, რომლის დიდი ნაწილი არის უკანონო და ადამიანებს ჩამოეწერებათ ჯარიმები. ამას არჩევნებთან არაფერი კავშირი არ აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
haaaa   (19.02.2020)
მოკლედ, ჭკუა ვერ ვისწავლე , რას იხდი გადასახადებს პატიოსნად ჩემო თავო, არჩევნებიდან არჩევნებამდე დააგროვე და მერე ბიუჯეტიდან დაგიფარავენ. თუ ეს მხოლოდ ხელესუფლების მომხრეებს ეხებათ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×