რეზონანსი
19.02.2020

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას შინაგან საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

„მოგეხსენებათ უსაფრთხოების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, განსაკუთრებით დღეს, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. წარმოგიდგენთ უსაფრთხოების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ბატონ ვახტანგს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა - შეთავსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქცია ისევე, როგორც ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. 2019 წლის 8 სექტემბერს ის ამ თანამდებობაზე მეორედ დაინიშნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა-ს_   (19.02.2020)
სულ კურტუმო როგორ უნდა უქნიო ყველა მაფიოზ ბიძინას გადაწყვეტილებას აღარ გაგითავდა ვაზელინი??გომელაური არ იყო როცა მილსადენის ნაწილი მოაყოლეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჯურნალისტმა ჰკითხა საფრთხე არ არის,რომ ვეღარ გავაკონტროლებთო რა უპასუხა გომელაურმა??მილი ისე ღრმად არის ჩაფლული,რომ არაფერი საფრთხე არ ემუქრებაო,ასეთი პასუხის მერე, რომ მიესალმები როგორც პროფესიონალს, მლიქვნელი და ცალ-ტვინა არა ხარ??მერე გწყინთ გაუნათლებლებს რომ გეძახიან ,მაგრამ ფაქტია!!!

მედეა   (19.02.2020)
ვულოცავ ბატონ მინისტრს და ვუსურვებ წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ საქმიანობას. ერთგული, მცოდნე, მოქნილი და ენერგიული კადრია, თავი დაცულად ვიგრძენი. მ ე შ ი ნ ი ა, ძალიან მეშინია 1992-93 წლების, 2003 წლის და განსაკუთრებით 2008 წლის მოვლენების გ ა მ ე ო რ ე ბ ი ს ! მაშინდელმა მინისტრებმა პირზე ტალახი წაისვეს---ახლა,ი მ ე დ ი მაქვს, უფრო უნარიანად იმინისტრებს -ბატონი ვახტანგი! ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის ს ა დ ა რ ა ჯ ო ზ ე, ამინ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×