რეზონანსი
18.02.2020

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ნინო ვარ­დი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მა­სა და დახ­მა­რე­ბას სთხოვს. მას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ხუთ შვილ­თან ერ­თად ღია ცის ქვეშ დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბა. მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ამ­ჟა­მად ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ თე­ლა­ში, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობს.

"15 წლის ვი­ყა­ვი რომ და­ვო­ჯახ­დი. ჩემი მე­უღ­ლე 20-ის იყო, ისიც ლა­გო­დე­ხე­ლია. მა­მამ­თილ­მა თა­ვიდ­ნა­ვე ამო­მი­ჩე­მა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი. ერთი წელი ვი­ცხოვ­რე დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლის სახ­ლში და გა­უ­საძ­ლი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ ჩემს შვილ­თან ერ­თად იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვე და დე­და­ჩემ­თან წა­ვე­დი.

მა­მა­თი­ლი ჩემს დე­დამ­თილს სცემ­და ხოლ­მე და მე რომ გა­მო­ვე­სარ­ჩლე­ბო­დი ჩემ­ზეც იწევ­და ხე­ლით. თა­ვი­დან ჩემი მე­უღ­ლე არ წა­მო­ვი­და სახ­ლი­დან, მაგ­რამ ერთი წლის შე­მედგ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბა უნ­დო­და და მოგ­ვა­კი­თხა. მას შემ­დეგ 18 წე­ლია ფაქ­ტობ­რი­ვად მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვით მე, ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი. ხან სად ვცხოვ­რობ­დით, ხან - სად. ზოგ­ჯერ ქი­რით, ზოგ­ჯე­რაც სა­მად­ლოდ ახ­ლობ­ლის ან ნა­თე­სა­ვის სახლ-კარს ვი­ყა­ვით შე­ფა­რე­ბუ­ლე­ბი.

ახ­ლაც ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ოჯა­ხის შექ­მნას აპი­რებს და დიდი მო­რი­დე­ბით გვთხო­ვა, რომ დავ­ცა­ლოთ აქა­უ­რო­ბა, რად­გან რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბას იწყებს მალე. არ ვი­ცით სად წა­ვი­დეთ ჩვე­ნი ხუთი შვი­ლით. ღია ცის ქვეშ ვრჩე­ბით. ლა­გო­დე­ხის მე­რი­ას არა­ერ­თხელ წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე, რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი პი­რა­დად მერ­თან, ბა­ტონ ჯონ­დოს­თან, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე უარი მი­ვი­ღეთ. ჩვენ აშე­ნე­ბულ და კე­თილ­მო­წყო­ბილ სახ­ლს კი არ ვი­თხოვთ. მთე­ლი ლა­გო­დე­ხი გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ მი­წის ნაკ­ვე­თებს მი­აქვს... ვი­თხო­ვეთ, გა­მოგ­ვი­ყა­ვით პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­დაც მო­ვა­ხერ­ხებთ რო­გორ­მე და ჩავ­დგამთ ორო­თა­ხი­ან ქოხს. თავი რომ შე­ვა­ფა­როთ, ღია ცის ქვეშ არ მოგ­ვი­წი­ოს ცხოვ­რე­ბა და ჭერი გვქონ­დეს. ნუთუ შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი გა­მო­ი­ნა­ხოს ჩვე­ნი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის­თვის?" - გვე­უბ­ნე­ბა ნინო ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი თა­მა­რი 17 წლის არის. მას თან­და­ყო­ლი­ლი ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლა და გუ­ლის მან­კი აქვს. გო­გო­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერც დაჯ­დო­მას ახერ­ხებს და ვერც - კვე­ბას.

"ჩემს უკან ჩემი შვი­ლე­ბი დგა­ნან და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვრჩე­ბით. თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მუ­დამ მათ ლოც­ვა­ში ვიქ­ნე­ბით" - ამ­ბობს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა.

AMBEBI.GE

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×