რეზონანსი
17.02.2020

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხისმგებლობა უნდა აიღოს:

„ნაციონალურმა მოძრაობამ" დადასტურებულად, 50 მილიონამდე ლარი შეჭამა, მოიპარა ბიუჯეტიდან - აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში? მერე ილაპარაკონ ყველაფერ დანარჩენზე, კითხვაზე მაინც გაგვცენ პასუხი, გრძნობენ თუ არა, პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით.

როცა საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამთ ხოლმე რამდენიმე მილიარდზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოვიდა ქვეყანაში და ეს ფული სად გაქრა, დღესაც არავინ არ იცის, ამ შემთხვევაში, ზუსტად ვიცით, სად წავიდა 48 მილიონი და წინა შემთხვევაში, ოთხი მილიონი, რომელიც ერთ შემთხვევაში, სხვა ფორმულირებით, მეორე შემთხვევაში - გაფლანგვის ბრალდებით, დაუმტკიცდა გიგი უგულავას. რატი იონათამიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ „ნაცმოძრაობამ" უნდა აიღოს პასუხისმგებლობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×