რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.

ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276 - ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×