რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) „ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?", - ასე გამოეხმაურა „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე ხმაურს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას მისვლამ გამოიწვია.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ასეთი საქციელი ამაზრზენია.

„რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის", აი ამ მჩხავანა ადამიანების მხრიდან - ეს არის ამაზრზენი, გულის ამრევი. ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ? რომ გავახსენოთ საზოგადოებასაც და მათაც რა აქვთ ჩადენილი? მე ახლა წესით ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის სურათით უნდა მოვსულიყავი, რომელიც მათ შვილის საფლავზე ააფეთქეს, რის გამოც დაპატიმრებულია მათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა სხდომა, სადაც ირაკლი შოთაძისთვის უნდა მოესმინათ, ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ დეპუტატებს ფოტოები დაურიგეს. ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტში უკვე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×