რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) 16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბრალს დღეს წა­რუდ­გე­ნენ. 39 წლის მ.კ, რომელიც 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობასა და 26 წლის დავით სეთურიძის დაჭრაშია ბრალდებული, ყოფილი სამხედროა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე და­ი­ცავს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ საქ­მე არას­წო­რი მუხ­ლით არის აღიძ­რუ­ლი და ბრალ­დე­ბის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხს აყე­ნებს:

"ეს ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო, აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე. ძა­ლი­ან მშვი­დი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­სა­მარ­თლე­ვი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. დღეს გავ­რცელ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვი­დე­ო­კად­რე­ბი, თუ რო­გორ ეს­ხმის მას თავს ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, თა­ნაც არა­ერ­თგზის და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­სა­ქანს არ აძ­ლე­ვენ. მე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი თუ არა ამ საქ­მე­ში და რო­დე­საც ვნა­ხე ამ­ჟა­მად ხელ­მი­საწ­ვდო­მი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, დავ­რწმუნ­დი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თავს იცავ­და და არა­ნა­ი­რი გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ იკ­ვე­თე­ბა აქ.

იგი იმ­დე­ნად მძი­მედ იყო ნა­ცე­მი, რომ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­მაც კი არ მი­ი­ღო და სა­ჭი­რო გახ­და მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რო­დე­საც მი­ვა­კი­თხე მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სა­უ­ბა­რიც უჭირ­და, რომ მო­ე­ყო­ლა ჩემ­თვის რა მოხ­და. სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი. ამი­ტომ, საქ­მის ძი­ე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მუხ­ლით წა­რი­მარ­თოს" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

რა აკავ­ში­რებ­და ეჭ­ვმი­ტა­ნილს გარ­დაც­ვლილ­თან და მის მე­გობ­რებ­თან, რამ გა­მო­იწ­ვია მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა - ამ და სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან ად­ვო­კა­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს.

კა­კა­ბა­ძის თქმით, ეჭ­ვმი­ტა­ნილს ბრალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს, 16:00 სა­ა­თის­თვის წა­რუდ­გე­ნენ, რის შემ­დე­გაც დაც­ვის მხა­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნოს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 39 წლის მა­მა­კა­ცი მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობს, სა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. დღეს "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეს­ხმის თავს რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მ.კ-ს და მას სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ მ.კ-მ მან­ქა­ნი­დან ია­რა­ღი აიღო და თავ­დამ­სხმე­ლებს ეს­რო­ლა.

შსს საქ­მეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) მუხ­ლე­ბით იძი­ებს. გუ­და­ურ­შივე და­ა­კა­ვეს. ბრა­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

Ambebi.ge

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (17.02.2020)
ერთს მოერივნენ ეტყობა. ფეხებში მაინც ესროლა ამ საცოდავს, ამდენი უბედურება ხომ არ დატრიალდებოდა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×