რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) შოთაძე უნდა მობრუნდეს, რადგან ის ჩემთვის არ არის ადეიშვილი. ერთი მუჭა ნაცები რომ მის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს, ამ ხალხს ის ძალადობა გაეპროტესტებინა, რასაც ადეიშვილი და მერაბიშვილი აკეთებდნენ, - ამის შესახებ, სოსო რობაქიძემ ჟურნალსიტებს პარლამენტში, შოთაძის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მოსმენაზე აპირებს აღნიშნოს, რა მოსწონს შოთაძის და რა არა.

„ნაცები ის ხალხი არ არის, ორი გვამის მსურველ მერაბიშვილს პარლამენტში ტაშით რომ ხვდებოდნენ?!", - განაცხადა რობაქიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×