რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ 21 თებერვალს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.

ადვოკატმა საქმის გაჭიანურებაში ხელისუფლება დაადანაშაულა. ზურაბ თოდუა დარწმუნებულია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ.

„პირდაპირ ვაცხადებ, რომ 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. იგი თავის დროზე ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისულების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს",-აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×