რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა „ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ არის ეროვნული ერთობა, არ არის ევროპული გზა. ამას ვერ ვუყურებ. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევნის მისიას ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად", - წერს მარგველაშვილი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×