რეზონანსი
17.02.2020

(რეზონანსი) გუდაურში მოკლული 28 წლის ბიჭი თამაზ გორთამაშვილია. ახალგაზრდა მამაკაცი, თბილისში ცხოვრობს. გუდაურში კი, სეზონური სამუშაოსთვის იყო ჩასული.

თამაზ გორთამაშვილს სამი ტყვი ესროლეს, რის გამოც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაპირისპირებისას დაშავდა 26 წლის დავით სეთურიძე, რომლის მდგომარება ამ დროისთვის უმძიმესია.

გუდაირში თამაზ გორთამაშვილს ბევრი იცნობდა. ის აქტიური სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და სნოუბორდძე სრიალს ასწავლიდა კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს.

"თა­ზიკ... არ მჯე­რა და გე­ლო­დე­ბი ისევ, სა­ი­დან­ღაც მოხ­ვალ და ისევ ისე თბი­ლად გაგ­ვი­ღი­მებ... მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან, ნა­თელ­ში იყოს შენი ლა­მა­ზი სული"

"თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, 39 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე, გუ­და­ურ­შივე და­ა­კა­ვეს.

მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×