რეზონანსი
17.02.2020

ახალშობილის გაყიდვის მცდელობა 13 000 დოლარად – გასულ კვირას ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ქალი, რომელსაც სამშობიაროში ბავშვის მოშორების ნაცვლად მისი გაყიდვა შესთავაზეს, ამ დრომდე გირაოს, 2 000 ლარს ვერ იხდის. 

„37 წლის არის, ძიძად მუშაობდა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ჰყავს სტუდენტი ქალიშვილი, არც მან იცოდა ფეხმძიმობის შესახებ. მას უმამოდ ზრდის, დღე და ღამ მუშაობს.

ამ სოციალურმა ფონმა დანაშაულამდე მიიყვანა. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია. დაუძლურებულია.

გაანალიზებული აქვს, რომ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდა, როგორც მოშორებით, ასევე გაყიდვით“, – განაცხადა ადვოკატმა ნათელა ჩერქეზია „იმედის კვირაში“, თუმცა მისი სახელი და გვარი არ დაასახელა.

ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×