რეზონანსი
16.02.2020

ასპინძაში 25 დეკემბერს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ცნობისთვის, ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა 25 დეკემბერს მოხდა. ორი მოზარდი მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მათ ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მომხდარიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი დღეს დაიღუპა.

ექიმების ინფორმაციით, მათ თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნებოდათ და მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ იყო შეფასებული.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lekso kutaisi   (16.02.2020)
meored mosvlaa aba ra jandabaa


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×