რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია, სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არ მომწონს ასეთი სათაურები. ეჭვიანობით რომ პრავდება მკვლელობა - არასწორი მესიჯი მოდის სრულიად. „ა, იეჭვიანა? გასაგებია..." არაფერი არ არის გასაგები! ეჭვიანობა არ არის ის, რაც ადამიანს გაკვლევინებს. ეს ძალიან ზედაპირული ხედვაა. ასეთი სათაურების გამო ტრეინინგები ვუტარეთ მედიას თავის დროზე და როგორც ჩანს, ისევ უკან მივბრუნდით. ასეთი სათაურებით ხდება ფემიციდის მოტივების ფორმირება, ნორმალიზება. ფემიციდი სიძულვილით მოტივირებული გენდერული დანაშაულია და რაღაც ბანძი ვითომ-სასიყვარულო იარლიყები არ სჭირდება. ეჭვიანობა სწორედაც რომ სიყვარულთან ილინკება და არა სიძულვილთან", - წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით სოფელ ყარაჯალაში ყოფილმა მეუღლემ 23 წლის ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×