რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში, - ამის შესახებ მედიას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა თანახმა სინოდმა განიხილოს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს საკითხი.

მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდმა ისე უნდა იმოქმედოს, როგორც პატრიარქი იტყვის. მეუფე პეტრეს კი სინანულისკენ მოუწოდებს.

„როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში", - აცხადებს მეუფე გრიგოლ კაცია.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ეპარქიაში გრიგოლ კაცია დაინიშნა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
გურული GOOGLE!   (16.02.2020)
იმ სიტყვების მერე უკან როგორ უნდა დააბრუნოს! პეტრე და მისი "ამალა" საერთოდ უნდა მოიკვეთოს!

000   (16.02.2020)
პეტრუხა სასწრაფოდ გასაკრეჭია.

ჭორლეონე   (16.02.2020)
სიგუას და ჯაბას აქამდე ათასჯერ შეუნდობდა და წმინდანათაც აკურთხევდა ორივეს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×