რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) ქვიშხეთის გზაზე ტრაგიკულად დაღუპული, ბაქარ ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა გალერეა „ვარლაში" გაიმართა.

ბაქარ ბანძელაძის დედის თქმით, გამოფენა მისი შვილის ოცნება იყო.

„ყოველთვის ხატავდა ისეთ ნახატებს, რომელსაც ძნელ ახსნა აქვს, როცა ვთხოვდით, რომ აეხსნა შინაარსი, გევუბნებოდა, რომ დრო მოვა და ავხსნიო. წლების წინ გამოფენაზე ვეუბნებოდი. მაგრამ სულ ამბობდა, რომ ჯერ ადრე იყო. მზად არ ვარ, დრო მოვა და აუცილებლად გავაკეთებო. რადგან ბაქარის დაბადების დღეა, მეგობრებმა გადაწყვიტეს სურვილი აესრულებინათ. შემდეგში მარიანა, ჩემი რძალი გამოჯანმრთელდება და ჩვენ კვლავ გავაკეთებთ გამოფენას, სადაც უკვე ის გიმასპინძლებთ,"- აცხადებს ბაქარ ბანძელაძის დედა „რიონი ტვ"-სთან.

გამოფენაზე წარმოდგენილ ერთ-ერთი ტილო, რომელიც ტრაგედიამდე 2 წლით ადრეა დახატული, ბაქარ ბანძელაძის ოჯახის ახლობელი ქვიშხეთთან დატრიალებულ ტრაგედიას უკავშირებს: „ოთხი სისხლიანი ნიღაბი, ოთხი დაღუპული და ქალი, რომელიც თავდახრილი დგას და გლოვობს".

გამოფენა დაღუპულის მეგობრების ინიციატივითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 26 იანვარს მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. ავარიისას დაიღუპა ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო მეუღლე, უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×