რეზონანსი
16.02.2020

(რეზონანსი) გარდაბანში, სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ მოკლულ გოგონას, ხათირა ჰუსეინოვას 3 შვილი ჰყავდა.

დაღუპულის დედა აცხადებს, რომ მისი ყოფილი სიძე ნარკოტიკებს მოიხმარდა და ხშირად კონფლიქტი ჰქონდა, დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იგი მშობლების სახლშია გადასვენებული.

„დაშორების მიზეზი ქმრის საქციელი გახდა. ხშირად იღებდა ნარკოტიკებს და ამის გამო, სულ კონფიქტი ჰქონდათ. არ ვიცი ეს რატომ გააკეთა. მეც ხშირად მეჩხუბებოდა. უნდოდა მისთვის ფული მიმეცა. ერთხელ ხელში დამჭა და ამის გამო, სასჯელსაც იხდიდა. ციხე მალევე დატოვა, შერიგება უნდოდა. რამდენჯერმე მოგვივარდა. ორი დღეა, რაც რუსეთიდან დავბრუნდით. წუხელ მოვიდა და გვითხრა, რომ იაღაღი არ ჰქონდა. მეზობლების დასაძახებლად გავედი და უკან, რომ ვბრუნდებოდა კედელზე მიმანარცხა და მითხრა, მიდი შენი შვილის გვამს ჩაეხუტეო. სისხლის გუბე იყო, ჩემს მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო", - ამბობს მოკლულის დედა „მთავარ არხთან".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×