რეზონანსი
16.02.2020

რუსთავში შვილმა მამა დაჭრა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა XXI მიკრორაიონში მოხდა. 35 წლამდე მამაკაცმა 60 წელს გადაცილებული მამა ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობა ფერდის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×