რეზონანსი
29.01.2020

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მძლავრი აფეთქება მზეზე, რომელსაც დედამიწის განადგურება შეუძლია, იმაზე გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ. სპეციალისტების თქმით, სუპერაფეთქება უახლოეს 100 წელიწადშია მოსალოდნელი. ეს 50 წლით უფრო ადრეა, ვიდრე ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერები მანასვი ლინგამი და ავი ლოები პროგნოზირებდნენ.

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა იუტა ნოტსუს ხელმძღვანელობით ვარსკვლავების სუპერაფეთქებების მონაცემები შეისწავლეს, რომელიც მზის აფეთქებებს რამდენიმე ათასჯერ აღემატებოდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ აფეთქების სიმძლავრე ვარსკვლავის ასაკზე იყო დამოკიდებული.

ასტროფიზიკოსთა ცნობით, ახალგაზრდა ვარსკვლავებს ენერგიის გათავისუფლება ყოველ კვირას შეუძლია, მზისნაირი ვარსკვლავები კი ამას გაცილებით იშვიათად, დაახლოებით ათას წელიწადში ერთხელ აკეთებენ.

ამასთან, კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამჯერად მზეზე, შესაძლოა, აფეთქება გაცილებით უფრო მძლავრი იყოს, ვიდრე წინა შემთხვევებში. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ აფეთქებას დედამიწის მთლიანად დაწვა შეუძლია.

წყარო: "რეპორტ.ჯი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (29.01.2020)
სმიტსონიანი არა კარაპეტიანი. წესირად თარგმნეთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×