რეზონანსი
29.01.2020

თბილისში საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟის მიზნით რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×