რეზონანსი
29.01.2020

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რომლებსაც მეორეული საბურავების აკრძალვა შეეხება.

"კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე: შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობის ტერიტორიას, ხმალაძემ განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით ერთი, ან ორი კვირის განმავლობაში გააცნობენ საზოგადოებას მერიის პოზიციას.

 

 

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×