რეზონანსი
28.01.2020

კორონავირუსი, რომელიც უკვე არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა, შესაძლოა, უხანში მდებარე ლაბორატორიას უკავშირდებოდეს, სადაც ბიოლოგიური იარაღის პროგრამა ხორციელდება.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა უხანის ტელევიზიით 2015 წელს გავრცელებული კადრები, სადაც ქალაქში მდებარე ვირუსების კვლევის ლაბორატორია ჩანს. სამედიცინო დაწესებულებაში მომაკვდინებელ ვირუსებთან მუშაობენ.

ისრაელის სამხედო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, დენი შოჰამი, რომელიც ჩინურ ბიოლოგიურ საშუალებებს სწავლობდა, ამბობს, რომ კვლევითი ინსტიტუტი პეკინის საიდუმლო ბიოიარაღის პროგრამასთან არის კავშირში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა სამხედრო-სამოქალაქო საიდუმლო კვლევის ნაწილია.

შოჰამი სამედიცინო მიკრობიოლოგიის დოქტორია. 1970-1991 წლებში ის ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი ანალიტიკოსი იყო.

ჩინეთი ბიოლოგიური იარაღის ფლობას უარყოფს, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გასულ წელს განაცხადეს, რომ არსებობდა ეჭვი, რომ ჩინეთში საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ.

ჩინეთის მთავრობაში ლაბორატორიასთან დაკავშირებული ეჭვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. პრეზიდენტი სი ძინპინი სოციალურ ქსელებში მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ჰუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსია გავრცელებული, არ ჩავიდა. უხანი მის ნაცვლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა.

რა არის ცნობილი ვირუსის შესახებ

ვირუსი, რომელიც ნობილია როგორც 2019-nCoV, კორონავირუსის ახალ შტამად მიიჩნევა, რომელიც მანამდე ადამიანებში არასოდეს დაფიქსირებულა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი უხანში ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა - ბაზარი დაავადების გავრცელებიდან მალევე დახურეს.

აქამდე ადამიანებში კორონავირუსის მხოლოდ 6 ტიპი იყო გამოვლენილი.

ინფექციის ნიშნებს შორის არის ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

"ჩინურმა ვირუსმა" უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია. 120-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×