რეზონანსი
28.01.2020

გორში, მშვიდობის გამზირზე „ჰონდა ფიტის" მარკის ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

„ დიანიუსის" ინფორმაციით, ძლიერი შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი, მათგან ერთ „გორმედის" კლინიკაში უკვე გადაიყვანეს, მეორე დაშავებულის გადარჩენას კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ხელოვნური სუნთქვის საშუალებით ცდილობს.

ამ დროისათვის მშვიდობის გამზირი სრულად გადაკეტილია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფი.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×