რეზონანსი
28.01.2020

თემირნალ მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, როცა გაიგო, რომ მისი შვილის საქმეზე პროკურატურამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც დღეს პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოცემულ საქმეზე გამოძიება შეწყდა.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ხელყუმბარიდან ამოღებული ნიმუშები ემთხვევა თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკურ პროფილს.

საქმეზე სულ 124 პირი დაიკითხა, მათ შორის სპეცოპერაციაში მონაწილე 32 სპეცრაზმელი, ოჯახის წევრები, მეზობლები და სხვ.

პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ სუსის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელსაც ოჯახი ბრალდებებს უყენებს, სპეცოპერაციის მომენტში ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×