რეზონანსი
28.01.2020

(რეზონანსი) ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი Ji Xiang Song შემოვიდა. გემი მეორე დღეა, რაც რეიდზე დგას. მცურავი საშუალება ფოთის პორტის აკვატორიაში რუმინეთიდან შემოვიდა.

პორტის სანიტარული ინსპექციის სამსახურის ეპიდემიოლოგის თქმით, ეკიპაჟის წევრები გემის დატოვებას არ აპირებენ. მათივე თქმით, დეკლარაციით არ არის გადმოცემული ის, რომ გემზე რაიმე დაავადების მატარებელი პირი არ იმყოფება.

ეკიპაჟის წევრები შესაბამისი სამსახურების მიერ სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. გემი ფოთში პორტში ხვალ შემოვა და 3-4 დღის განმავლობაში ფოთის ნავსადგურის საზღვაო ტერიტორიაზე იქნება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×