რეზონანსი
28.01.2020

(რეზონანსი) გერმანიის მთავრობა ჩინეთში თვითმფრინავს აგზავნის, რომლითაც ვირუსის კერიდან საკუთარ მოქალაქეებს გამოიყვანს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„ეარბას ა 310" შანხაიში დღეს ჩაფრინდება. ადგილზე ექიმები მოქალაქეებს ექსპრეს-ტესტს ჩაუტარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ არის დაინფიცირებული.

გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავარიაში ერთ-ერთი მამაკაცი სამუშაო სემინარზე იმყოფებოდა, სადაც ჩინეთიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სემინარში მონაწილე ერთ-ერთი სტუმარი დაინფიცირებული იყო.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×