რეზონანსი
28.01.2020

(რეზონანსი) დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადება მედიასთან:

„ყველა მოწმე ცალსახად ასახელებს იმ პირებს, თუ ვინ იყვნენ სისხლიანი და უფრო მეტიც, გუგა ბარბაქაძის ჩვენების იგნორირება და რეაგირების გარეშე დატოვება გამოძიების მხრიდან არის სისხლის სამართლის დანაშაული, რამეთუ გუგა ბარბაქაძემ 2017 წლის 2 დეკემებერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე გამოძიებას მისცა ჩვენება იმის თაობაზე, თუ ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე, უფრო მეტიც, გიორგი მენაბდეს ამ ინფორმაციის მიწოდებიდან ნახევარი საათის განმავლობაში იქნა წარდგენილი პოლიციაში, მანაც დაუდასტურა გამოძიებას, რომ ის დაიჭრა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი არსებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, გამომძიებლებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ექსპერტიზაზე წარედგინათ დაჭრილი ბავშვი, ამოეღოთ ტანსაცმელი და ჩაეტარებინათ სათანადო კვლევა, აქედან გამომდინარე, დღეს მოწოდებული ინფორმაციები პირდაპირ ადასტურებს გამოძიების მიერ ჩადენილ დარღვევებს, მე პირდაპირ ვიტყოდი სისხლის სამართლის დანაშაულებს, დანაშაულის ნიშნის მქონე ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა პირველსავე დღიდან"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×