რეზონანსი
28.01.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემილოგები სწავლობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა. მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ოჯახის ექიმის თქმით, გოგონას აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც მკურნალობას სახლში განაგრძობს. ამ ეტაპზე, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ის შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ოჯახში დღეს, ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მას დამატებითი კონსულტაცია გაუწიეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (28.01.2020)
გააძევეთ ეს ჩინელები, საქართველოს გარდა კავკასიაში არსად არიან. რაც მოძრაობს ყველაფერს ჭამენ ეს ღორები

მედეა   (28.01.2020)
ღმერთო, გადაარჩინე საქართველო!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×